ზამთრის კურორტები

ზამთარი საქართველოში, ყველასთვის მიმზიდველია, არ აქვს მნიშვნელობა განტვირთვის მოყვარულები ხართ, თუ აქტიური დასვენების, გიყვართ თოვლი, თუ მშრალი, თბილი ამინდი, თქვენ აუცილებლად იპოვით დასვენების სასურველ ვარიანტს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. საქართველოს სათხილამურო კურორტები მრავალფეროვანი ფერდობებითა და განსხვავებული ჰავით გამოირჩევა. თუ გსურთ, თქვენი შვილების ჯანმრთლობის გაუმჯობესება ან გსურთ დააკავოთ ისინი ზამთრის სპორტით, როგორიცაა თხილამურები ან სნოუბორდი (ან გსურთ ისწავლოთ თავად), გაემგზავრეთ ბაკურიანში! აქ ფერდობები არც ისეთი ციცაბოა და ჰაერი გაჯერებულია წიწვნარის სურნელით. გუდაური შესანიშნავი ადგილია ციცაბო ფერდობების, თავისუფალივარდნისა და ჰელისკიინგის გართობის მოყვარულთათვის. ისინი ვინც ეძებენ დაუვიწყარ გამოცდილებას და სურთ დატკბნენ მთის ხედებით უმაღლესი წერტილიდან შეუძალიათ ისიამოვნონ პარაგლაიდინგითა და სფიდრაიდინგით. სვანეთის კურორტები: ჰაწვალი და თეთნულდი გაცილებით ახალგაზრდა კურორტებად ითვლებიან ბაკურიანთან და გუდაურთან. ციცაბო ფერდობები და გიჟური, ლამაზი ხედები თქვენს ყველა მომენტს დაუვიწყარს გახდის. ეს მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპები! და აქ ნამდვილად ღირს წასვლა! აჭარის რეგიონი ტრადიციულად ცნობილია ზღვით, მზით, ღამის ცხოვებითა და ნავის მსგავსი ხაჭაპურით. მაგრამ ახლა ის გამოირჩევა ზამთრის ახალი კურორტით - გოდერძი. ხაჭაპური ყოველთვის გემრიელია, ცეკვა სხვადასხვა მოდურ ადგილებში და თქვენი იღბლის ცდა კაზინოში ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ სრიალი ასე ახლოს სანაპიროსთან მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი. ასე რომ რასაც ეძებთ ზამთრის არდადეგებზე, შეგიძლიათ იპოვოთ აქ, საქართველოში. ჩვენ თქვენ ყოველთვის გელით.

ტურები ნახეთ აქ