ექსტრემალური

ექსტრემის მოყვარულთათვის საქართველო ზუსტად ის ადგილია სადაც ადვილად შეძლებთ ადრენალინის გამოყოფას! ქვეყნის ბუნება საშუალებას გაძლევთ მთასა თუ ბარში, ზღვასა თუ მდინარეებში მაქსიმალურად ისიამოვნოთ! საქართველოში ბევრი სწრაფი მდინარეა, რომელიც პირდაპირ მყინვარებიდან მოედინება და გარს მთები აკრავს. აქ, სხვადასხვა სირთულის მდინარეებზე ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ ჯომარდობით და კაიაკინგით მარტო ან ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დაკავდეთ. საქართველო და განსაკუთრებით მისი დასავლეთი ნაწილი მოიცავს მღვიმეთა სისტემების საოცარ მასივს, მიწისქვეშა მდინარეებიდან და ტბებიდან, უზარმაზარ გამოქვაბულებამდე და კირქვის ლანდშაფტებამდე. მოინახულეთ რამდენიმე ამ მრავალი კანიონიდან, რომლებიც ქმნიან ლანდშაფტს და განიცადეთ ნამდვილი მღელვარება სათაფლიაში, 300 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევის ნახვით. წყალტუბოს მღვიმეთა სისტემა სთავაზობს თავგადასავლების მოყვარულებს გაიარონ კილომეტრზე მეტი მიწისქვეშ. პროფესიონალ სპელეოლოგებს კი შეუძლიათ ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინონ სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. კავკასიონის მთათა სისტემა გულგრილს არ დატოვებს პროფესიონალ მთასვლელებს: დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი, რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ „მონბლანს“. გუდაური მოთხილამურეებს სთავაზობს „ჰელისკიინგ“-ს (ვერტმფრენებით ასვლა მწვერვალზე თხილამურებით დასაშვებად), რომელიც პრაქტიკულად, ხორციელდება ევროპაში ერთ-ერთ ექსტრემალურ სიმაღლეზე, 4 200 მეტრზე. საიდანაც მსოფლიოში ყველაზე გამომწვევი დაშვებების შესაძლებლობა ეძლევათ.

ტურები ნახეთ აქ