კულტურული

საქართველო უძველესი და უმდიდრესი კულტურის ქვეყანაა, ამას განაპირობებს ქვეყნის უძველესი ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. უნიკალური ქართული ენა და დამწერლობა, მსოფლიოს თოთხმეტ დამწერლობათა შორისაა. საქართველოში უხვადაა ხუროთმოძღვრებისა თუ კულტურული შედევრები მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: მცხეთის ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოველი, ჯვარი; გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი ქუთაისში; ზემო სვანეთი ულამაზესი სვანური კოშკებით. საქართველო ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო, ღვინოს ქართველები ღვთაებრივ სასმელსაც უწოდებენ მისი დამზადების ქართული ტექნოლოგიების გაცნობა და უნიკალური ჯიშის ღვინოების დაგემოვნებას შეძლებთ საქართველოს ულამაზეს კუთხეში კახეთში, ქართული ფოლკლორი, მრავალხმიანი სიმღერა კი გულგრილს არავის დატოვებს! „ჩემი საქართველო“ დაგიგეგმავთ როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ ტურებს:

ტურები ნახეთ აქ