სათავგადასავლო

ეს ტურები განკუთვნილია თავგადასავლების მაძიებლებისთვის, მათთვის ვისაც უყვარს მოგზაურობა და ახალი შეგრძნებები იქნება ეს ველოტური, სანაოსნო, საცხენოსნო ტურები თუ ლაშქრობა სხვადასხვა სირთულის ბილიკებზე. რადგანაც საქართველო კომპაქტური და მრავალფეროვანი ქვეყანაა, კონტრასტულ ლანდშაფტებს შორის ძალიან პატარა მანძილია: უდაბნოების, ზღვის, სუბტროპიკების, ჩაის პლანტაციებისა და მაღალი მთების მონახულება ორხიდიანი მანქანებით ერთ დღეშია შესაძლებელი. ასევე ცხენით გადაადგილება საუკეთესო საშუალებაა ამ საუცხოო ქვეყნის შესაცნობად. ეს და სხვა მრავალი თავგადასავალი გელით ჩვენთან ერთად როგორც 3 დღიან ისე 5, 7 და 10 დღიან ტურებში. „ჩემი საქართველო“ დაგიგეგმავთ როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ ტურებს:

ტურები ნახეთ აქ