სამკურნალო-გამაჯანსაღებელი

საქართველოს ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მინერალური წყაროა აღმოჩენილი, რომელებიც მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადახვა დაავადებების სამკურნალოდ. მიჩნეულია, რომ მინერალური წყლები, წამალზე უფრო სწრაფმოქმედია. მათ ზეგავლენას ჯანმრთელობაზე, უფრო მეტად აძლიერებს ადგილობრივი მთის ჰაერის, მზის სხივებისა და ხეების ზემოქმედება. კურორტი „ბორჯომი“, რომელიც ცნობილია მისი სამკურნალო, მინერალური წყლებით, თბილისის დასავლეთით 150კმ-ის (93 მილი) დაშორებით მდებარეობს. იგი მეფე ნიკოლოზმა განავითარა მე-19 საუკუნეში. კურორტის მიმდებარე ტერიტორია ხელსაყრელია ლაშქრობისთვისაც. კურორტი „წყალტუბო“ დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე „წყალტუბოს“ ხეობაში, უკვე დიდი ხანია, რაც წყალტუბოს მინერალური წყლები, ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლოდაა მიჩნეული, რის გამოც ბუნების ეს საჩუქარი „უკვდავების წყლის“ სახელითაა ცნობილი. დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც კურორტზეა დანერგილი, საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მინერალური წყლებით მკურნალობის შედეგები. ტურისტული ადგილები, რომლებიც თქვენს სამოგზაურო რუკაზე აუცილებლად უნდა მონიშნოთ, არის: ბორჯომი, წყალტუბო. საირმე და ლიკანი (სხვადახვა სახის მინერალური წყლებით სამკურნალოდ). ასევე არ დაგავიწყდეთ, ესტუმროთ თბილისის გოგირდოვან აბანოებს, როცა საქართველოს დედაქალაქში მოხვდებით!

ტურები ნახეთ აქ